კავკასიის უნივერსიტეტი მედიაგანათლების საერთაშორისო ასოციაციასთან (International Association for Media Education) თანამშრომლობით აწყობს ვებინარების სერიას სკოლების პედაგოგებისათვის მედიაწიგნიერების საკითხებზე.
ვებინარები ჩატარდება 2026 წლის 5, 12 და 19 მაისს, საღამოს 20:00 საათზე, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
ვებინარები ჩატარდება სინქრონული თარგმნით. 5 და 12 მაისის ვებინარები იქნება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმნით ქართულად, ხოლო 19 მაისის ვებინარი მხოლოდ ინგლისურ ენაზე, თარგმანის გარეშე.
მომხსენებლები:
- 5 მაისს ვებინარს წარუძრვება იოჰანეს კრიენცინგერი თემით „სახელმძღვანელოებისა და გზამკვლევების გარეშე: როგორ შექმნეს ავსტრიელმა პედაგოგებმა მედიაწიგნიერების პრაქტიკული ინსტრუმენტები, როდესაც მედიაწიგნიერება სავალდებულო საგანი გახდა“
იოჰანეს კნიერცინგერი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ევროპის სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში, ოთხი წლის წინ კი დაიწყო მისი ცოდნის განათლების სფეროში ინტეგრირება. ამჟამად იგი ავსტრიაში ციფრული წიგნიერების (Digitale Grundbildung) მასწავლებელია და მუშაობს განათლების დირექტორატში (Bildungsdirektion), სადაც ხელმძღვანელობს მასწავლებელთა გადამზადებას ციფრული წიგნიერების მიმართულებით. ის ასევე არის ორგანიზაცია Forum MedienBildung-ის (FoMB) აღმასრულებელი დირექტორი და ბრიუსელში არსებული მედიაგანათლების საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. მისი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ მედიაინდუსტრიულ მუშაობასა და ყოველდღიურ საკლასო პრაქტიკას, განსაზღვრავს მის მიდგომას, რომ მედიაწიგნიერება იყოს პრაქტიკული, აქტუალური და ხელმისაწვდომი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.
- 12 მაისს ვებინარს წარუძღვებიან ნიკოლეტა ფოტიადე და ფლავია თარანი თემით „მნიშვნელობის შრეები: ციფრული კონტენტის წაკითხვა“
ნიკოლეტა ფოტიადე არის მედიისა და კომუნიკაციების ექსპერტი, მედიაწიგნიერების ტრენერი და პედაგოგი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი ხელმძღვანელობდა მედიის კვლევით და ბაზისურ (grassroots) მედიაგანათლების პროგრამებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ის არის არაერთი კვლევითი პროექტისა და საგანმანათლებლო რესურსის თანაავტორი, მათ შორის ორი საშუალო სკოლის სახელმძღვანელოსი. მას აქვს ფართო გამოცდილება აუდიტორიის კვლევაში, მედიის მონიტორინგსა და შეფასებაში.
მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების, მედიისა და კულტურული კვლევების მიმართულებით ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან. ის არის ორგანიზაცია Mediawise Society-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე მედია განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
ფლავია ცარანი არის ლექტორი ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ციფრული მედიის ფაკულტეტზე, სადაც ასწავლის კურსებს ციფრულ პლატფორმებზე, ციფრულ კულტურასა და მობილური მოწყობილობებით კომუნიკაციაზე. ის ასევე არის ტრენერი ორგანიზაცია Mediawise Society-ში, სადაც ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს და ატარებს სემინარებს კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული კულტურის თემებზე.
მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი კომუნიკაციის მეცნიერებებში, დისერტაციით მემებსა და ვირუსულ ფენომენებზე.
- 19 მაისს ვებინარს წარუძღვება აირენ ანდრიოპულუ თემით “კრიტიკული მედიაწიგნიერების განვითარება კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებში”
აირენ ანდრიოპულუ არის გლობალური მედიაპოლიტიკის ანალიტიკოსი, მკვლევარი, ავტორი და პრაქტიკოსი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მედიაწიგნიერების სფეროში. ის მუშაობს მედიაწიგნიერების ინიციატივების, პოლიტიკის, კამპანიებისა და მულტიმოდალური რესურსების შექმნაზე საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის UNESCO-ს ფარგლებში.
იგი არის UNESCO-ს გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების (MIL) საბჭოს ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონული წარმომადგენელი. 2025–2027 წლებში იგი იკავებს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კინოს საერთაშორისო ცენტრის (CIFEJ) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, რომლის ახალი სათავო ოფისი მდებარეობს საბერძნეთში, EKKOMEΔ-ში. ასევე არის საბერძნეთის კინოსა და აუდიოვიზუალური ცენტრის (ΕΚΚΟΜΕΔ) მედიის, კინოგანათლებისა და მემკვიდრეობის განყოფილების დირექტორი.
ევროკავშირის დონეზე ის არის საბერძნეთის ეროვნული დელეგატი ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფებში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან განათლებისა და გადამზადების გზით ბრძოლის მიმართულებით (DG EAC, DG Connect), ასევე Creative Europe/MEDIA პროგრამის დელეგატი. საერთაშორისო დონეზე აირენი ფართოდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან, UNESCO-სთან, ევროპის საბჭოსთან, გაეროსთან და OSCE-სთან, როგორც კონსულტანტი, მკვლევარი, პოლიტიკის ექსპერტი და ტრენერი. იგი აქტიურად უჭერს მხარს კრიტიკული მედიაიდენტობის განვითარებას კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებში (CCIs). მონაწილეობა აქვს მიღებული 35-ზე მეტი პუბლიკაციიის მომზადებასა და 80 საერთაშორისო ღონისძიებაში.
ვებინარები დაიწყება თბილისის დროით 20:00 საათზე და გაგრძელდება ერთ საათს.
ვებინარებს მოდერაციას გაუწევს კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა.
ვებინარების სერია ტარდება კავკასიის მედიისა და განათლების სკოლებისა და მედიაგანათლების საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობით.
საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, განათლებისა და მედიაწიგნიერების სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე.
