საირმეს რეკრეაციული ფერმა, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პრე-აქსელერაციის პროგრამას აგრარული სექტორის დამწყები მეწარმეებისთვის.
AgriPreneur Sprint – ეს არის 8-კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების გაძლიერებას და მათი ბიზნეს იდეების რეალიზებას.
პროგრამა ხორციელდება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში და ორიენტირებულია ისეთ აგრარულ მიმართულებებზე, როგორიცაა:
- მესაქონლეობა
- რძის პროდუქტების წარმოება
- მეფუტკრეობა
- თევზჭერა
პრე-აქსელერაციის ეტაპი განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის და სტარტაპებისთვის, რომლებიც განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და სურთ თავიანთი იდეის ან საქმიანობის განვითარება თანამედროვე ინოვაციური და დარგობრივი მიდგომებით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- საქმიანობენ ან გეგმავენ საქმიანობას ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში;
- ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე არსებული მცირე აგრობიზნესს;
- მზად არიან მონაწილეობისთვის სრულ, 6-კვირიან პროგრამაში;
შეირჩევა 10-12 მონაწილე გუნდი ან მეწარმე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი იდეა მენტორების, პრაქტიკული სესიების და საველე ვიზიტების დახმარებით.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ:
- ყოველკვირეული ონლაინ სესიები ლექციებითა და ქეის-ვორქშოპებით;
- ინდივიდუალური მენტორობა;
- საწარმოო ვიზიტები;
- სპეციალურად შემუშავებული დავალებები და რესურსები;
- დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ინვესტორების, დარგის ექსპერტების და ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, პროგრამის შერჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას 6-კვირიან აქსელერაციის პროგრამაში – „Farm-to-Market Sprint“, რომელიც ფოკუსირდება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე.
განაცხადების მიღების ვადები:
- განაცხადების მიღება პრე-აქსელერაციის პროგრამაზე: 16 – 26 ივლისი, 2025
- აპლიკაციების გადარჩევა და ინტერვიუები: 26 – 30 ივლისი
- განხორციელების პერიოდი: პრე-აქსელერაცია - ივლისი – სექტემბერი, აქსელერაცია - ოქტომბერი-ნოემბერი, დემო დღე - დეკემბერი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გადადით შემდეგ ბმულზე და შეავსეთ ონლაინ განაცხადი.