AgriPreneur Sprint – პრე-აქსელერაციის 8-კვირიან პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!
საირმეს რეკრეაციული ფერმა, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პრე-აქსელერაციის პროგრამას აგრარული სექტორის დამწყები მეწარმეებისთვის.
AgriPreneur Sprint – ეს არის 8-კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების გაძლიერებას და მათი ბიზნეს იდეების რეალიზებას.
პროგრამა ორიენტირებულია ისეთ აგრარულ მიმართულებებზე, როგორიცაა:
- მესაქონლეობა
- რძის პროდუქტების წარმოება
- მეფუტკრეობა
- თევზჭერა
პრე-აქსელერაციის ეტაპი განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის და სტარტაპებისთვის, რომლებიც განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და სურთ თავიანთი იდეის ან საქმიანობის განვითარება თანამედროვე ინოვაციური და დარგობრივი მიდგომებით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე არსებული მცირე აგრობიზნესს;
- მზად არიან მონაწილეობისთვის სრულ, 8-კვირიან პროგრამაში.
შეირჩევა 10-12 მონაწილე გუნდი ან მეწარმე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი იდეა მენტორების, პრაქტიკული სესიების და საველე ვიზიტების დახმარებით.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ:
- ყოველკვირეული ონლაინ სესიები ლექციებითა და ქეის-ვორკშოპებით;
- ინდივიდუალური მენტორობა;
- საწარმოო ვიზიტები;
- სპეციალურად შემუშავებული დავალებები და რესურსები;
- დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ჟიურის- ინვესტორების, დარგის ექსპერტების და ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე, სადაც ინვესტიციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას 6-კვირიან აქსელერაციის პროგრამაში – „Farm-to-Market Sprint“, რომელიც ფოკუსირდება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები შეძლებენ მიიღონ დამატებითი ინვესტიცია, რათა წარმოება გააფართოვონ საირმის რეკრეაციულ ფერმის მხარდაჭერით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 5 ოქტომბრის ჩათვლით!