იწყება განაცხადების მიღება პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn (Batch 6)-ზე!
გინდა, რომ შენი იდეა რეალობად აქციო და მას საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა?
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევს პრე-აქსელერაციის ათკვირიან ინტენსიურ პროგრამაში - ინოვაციების, ზრდის და ახალი შესაძლებლობების სამყაროში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან მოქმედების გეგმა მის შესაქმნელად;
- ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ პირველი მომხმარებლები ან პარტნიორები და სურთ გლობალურ ბაზარზე გასვლა;
- სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და სტარტაპ გუნდებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კავკასიის უნივერსიტეტთან;
რას მიიღებ CUnicorn-ში მონაწილეობით?
ინტენსიური სწავლა და პრაქტიკა – ტრენინგები, ვორქშოპები, ინდივიდუალური მენტორინგი და ნეთვორქინგი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან.
შენი სტარტაპის პრეზენტაცია დემო დღეზე – შანსი, რომ შენი იდეა წარადგინო ინვესტორებისა და ეკოსისტემის წამყვანი წარმომადგენლების წინაშე.
პროგრამის მიზნებია:
- ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერება;
- ინოვაციის და მეწარმეობის ხელშეწყობა;
- სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება.
საერთაშორისო პარტნიორობებისა და გლობალური გამოცდილების გაზიარება
