კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, რუსთავის მედიათეკასთან თანამშრომლობით, 25,26, 27 აპრილს განახორციელებს სამდღიან ინტენსიურ ბუთქემფს რუსთავის IX-XII კლასის მოსწავლეთათვის.
ბუთქემფის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას და ინოვაციური აზროვნების წახალისებას სკოლის მოსწავლეებში, გააცნოს მათ სტარტაპის ძირითადი კომპონენტები და დაეხმაროს თანამედროვე სამეწარმეო პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- ინოვაციური აზროვნებისა და სტარტაპ იდეების გენერაცია
- ბაზრის კვლევა და მომხმარებლის ანალიზი
- მარკეტინგის და ბრენდინგისა საფუძვლები
- ღირებულების შეთავაზების და ბიზნეს მოდელის ტილო
- Pitching
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაიღრმავონ ცოდნა სტარტაპ იდეების გენერირების, მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების, ფინანსური დაგეგმარებისა და ბიზნესმოდელის შექმნის მიმართულებით;
იმუშაონ გუნდურად რეალურ სამეწარმეო გამოწვევებზე
შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და მიიღონ უკუკავშირი
მენტორების სახით პროგრამაში ჩართულები იქნებიან:
- ირაკლი სვანიძე - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
- გიორგი რაზმაძე - Awork - ის თანადამფუძნებელი და CEO
ბუთქემფი დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ სტარტაპ იდეებს, ხოლო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.
აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
- თარიღი: 25,26,27 აპრილი, 12:00 - 17:00 საათი.
- ლოკაცია: რუსთავის მედიათეკა.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.