ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

9 დეკემბერი 2023

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება თემებზე: „მარკეტინგის რაობა“, „ფინანსები“ და "მენეჯმენტის ტრანსფორმაცია".

 

ვორკშოპს წარუძღვებიან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნანო კორშია და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ელიზაროვა.

 

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ბიზნეს ვორკშოპში მონაწილეობისთვის, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე