კალიგრაფიის მასტერკლასი საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის

26 აპრილი 2026

26 აპრილს, 14 საათზე, ლიეტუვის მწერალთა კავშირში, პროფესორი მარიამ მანჯგალაძე შეხვდება ვილნიუსის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და ისაუბრებს ქართული დამწერლობის ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებზე, ხოლო კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი ნესტან ბაგაური და კალიგრაფი ანა გოქაძე მოსწავლეებს ქართული კალიგრაფიის ზღაპრულ სამყაროს აზიარებენ.

 

აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილია პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ (ავტორი პროფ. მარიამ მანჯგალაძე) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება 2026 წლის 25-28 აპრილს ლიეტუვაში, ვინიუსის უნივერსიტეტსა და ლიეტუვის მწერალთა კავშირში.

 

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ მხარდამჭერები:

 

  • ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • ლიეტუვის მწერალთა კავშირი
  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
  • გამომცემლობა „ინტელექტი“

 

გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე.