კავკასიის უნივერსიტეტის IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება - მდგრადი განვითარებისთვის - 2024“

21 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს IX საერთაშორისო მრავალდარგობრივ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა აბსტრაქტების მიღებას.

 

2024 წელს დაგეგმილი კონფერენცია თემატურად უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს და თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც საკითხების მრავალფეროვნებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური დღის წესრიგია.

 

კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

 

ღონისძიების მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც დარგის გამოცდილი ექსპერტები, ასევე ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები ქართულ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეში.

 

საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.

 

 

კონფერენციის მიზანი:

 

  • მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;
  • სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მაისი.
  • აბსტრაქტის შერჩევის თაობაზე შეტყობინების მიღება: 2024 წლის 27 მაისი
  • სრული ნაშრომის ჩაბარება: 2024 წლის 7 ივნისი
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 21-22 ივნისი.

 

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

იხილეთ ნაშრომის შედგენისა და გაფორმების წესი .

 

 

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის
    მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს
    გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.
  • კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული.
  • წარმოდგენილი  აბსტრაქტი უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ან ქართულ
    ენაზე.
  • აბსტრაქტები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის სარეცენზიო კომისიას.
    კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულში.