საჯარო ლექცია - „პაპილომა ვირუსი და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში“

26 აპრილი 2024

7 მაისს, 13:00 საათზე,  კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე  „პაპილომა ვირუსი და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში“.

 

ლექციას წარუძღვება გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ეკა კვირველია. 

 

რა არის პაპილომა ვირუსი? 

 

ადამიანის პაპილომა ვირუსი მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა სახეობის კიბოს გამომწვევია, მაგ: საშვილოსნოს ყელის, ორიფარინგეალური, პერიანალური, ასოს თავის, თავის და ა.შ. ვირუსი სექსუალური და კანით-კანთან მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.

 

საქართველოში საპრევენციო ვაქცინაცია (ქალებში 10-45, კაცებში 10-26) უფასოა. პრევენციის დამატებითი საშუალებაა ეროვნული სკრინინგ პროგრამა, რომელიც მოიცავს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევებს.

 

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა პირველი კიბოს ვაქცინაა მსოფლიოში, რადგან ანტივაქსერული ანტისამეცნიერო კამპანია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძლავრია, ექიმებს/მეცნიერებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ავამაღლოთ ცნობიერება პაპილომა ვირუსით გამოწვეული კიბოს სახეობების და მისი პრევენციის გზების შესახებ.

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.