ესეების კონკურსი - „პირველი მასწავლებელი“

9 მაისი 2020
კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი, დაწყებითი განათლების პედაგოგთა საქართველოს ასოციაციასთან ერთად, აცხადებს ესეების კონკურსს- „პირველი მასწავლებელი".
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან ნაშრომი შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით:
 
1) ჩემი პირველი მასწავლებელი;
2) დაწყებითი პედაგოგიკა - მოწოდება თუ ვალდებულება?;
3) წიგნიერება - პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევა;
4) ვიდეო ინტერვიუ/დიალოგი - რატომ შეიძლება აირჩიო დაწყებითის მასწავებლებლის პროფესია - დიალოგი დაწყებითის მასწავლებელთან 2-3 წუთი.
 
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:
  
1. ნაშრომების გამოგზავნა
2. სპეციალური კომისიის მიერ ნაშრომების გადარჩევა
3. საუკეთესო ნამუშევრების გამოქვეყნება ფესიბუქზე და მოწონების რაოდენობით საუკეთესო სამი ნაშრომის გამოვლენა
 
პრიზები გამარჯვებულებისთვის:
 
I ადგილი - კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 1000 ლარი
 
II ადგილი კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 700 ლარი
 
III ადგილი კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 500 ლარი
  
 
ნამუშევრების გამოგზავნის საბოლოო ვადაა - 4 ივლისი.
 
მონაწილეებმა ნაშრომი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე – ces@cu.edu.ge.
 
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.
 
დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და ნაშრომის შექმნის სტანდარტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე