6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბრენდის სტრატეგიის პირველი ქართული გზამკვლევი „ჩამოყალიბდით“ იწყებს საუნივერსიტეტო ტურნეს კავკასიის უნივერსიტეტიდან - ექსკლუზიურად CU-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
„ჩამოყალიბდით“ — პირველი ქართული წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევია:
- მათთვის, ვისაც მცირე ან საშუალო ბიზნესი აქვს და მის დიდ ბრენდად ქცევას ცდილობს;
- მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწყია, მაგრამ სჯერა, რომ სხვის კომპანიაზე მუშაობას საკუთარი ბრენდის აშენება სჯობს;
- მათთვის, ვისაც ახალი იდეა აქვს, თუმცა არ იცის, საიდან დაიწყოს;
- და პროფესიონალებისთვის, რომლებიც სხვის ბრენდზე საკუთარივით ზრუნავენ.
ღონისძიებაზე დამსწრეებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ამბავი ელოდებათ - ბაბლჰედ პოდკასტის სპეციალური ეპიზოდის ჩაწერა, Live სესია. ეპიზოდის ჩაწერისას პოდკასტის წამყვანები, ლევანი და გივი გიორგაძეები, წიგნის ავტორთან ერთად განიხილავენ CU ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულის და ბრენდის სტრატეგის შოთა ჩინჩალაძის წიგნს ,,ჩამოყალიბდით”. ჩაწერის ბოლოს იქნება Q&A სესია.
შეძლებთ კითხვები დაუსვათ, როგორც წიგნის ავტორს, ასევე წამყვანებს, რომელთაც მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „სოკარი“, „იმედი L“, „საქართველოს ბანკი“, „გალფი“ და სხვა. ლევანი ასევე არის CSB-ის კურსდამთავრებული.
*ღონისძიება გაიმართება მხოლოდ CU-ის საზოგადოებისთვის (სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი).
*მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეიძინონ წიგნი და მიიღონ ავტორის სამახსოვრო წარწერა.
გთხოვთ დასწრების სურვილი დაგვიდასტუროთ რეგისტრაციით.
შოთა ჩინჩალაძე არის ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდარქიტექტორი, ბრენდის სტრატეგიის ტრენერი და ლექტორი. ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიის შექმნაზე, გარდაქმნასა თუ კომუნიკაციაზე. 2013 წლიდან ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა თუ ტრენინგცენტრებში.
2020 წლიდან ბრენდინგის შესახებ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ინსტაგრამ-გვერდზე shota.about.branding უზიარებს გამომწერებს.
ბაბლჰედის პოდკასტი არის სივრცე, სადაც განათლება, ინოვაცია და მოტივაცია ერთიანდება. მისი მიზანია შთაგონება და ცოდნის გაზიარება წიგნების საფუძველზე, რათა მსმენელებმა პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური ნაბიჯები გადადგან.
პოდკასტი თვეში ორი ეპიზოდად ქვეყნება.
პირველ ეპიზოდში წამყვანები, ლევანი და გივი, განიხილავენ წიგნს და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მათ მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „სოკარი“, „იმედი L“, „საქართველოს ბანკი“, „გალფი“ და სხვა.
მეორე ეპიზოდში მათ სტუმრად ჰყავთ კონკრეტული სფეროს პროფესიონალი, რომელიც წიგნის თემატიკას პრაქტიკული მაგალითებით ავითარებს.
პოდკასტის განსაკუთრებულობას ქმნის მაღალი რგოლის მენეჯერების გულწრფელი და ღია საუბრები. მათი გამოცდილება ქართულ რეალობაზე მორგებული ქეისებით მსმენელისთვის ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ ცოდნად გარდაიქმნება.