აბიტურიენტებს მედიის სკოლისგან! CSM-ის ბლოგერების კონკურსი

3 თებერვალი 2023

 

  • თუ ხარ აბიტურიენტი და გიყვარს წერა;
  • თუ გაინტერესებს ბლოგერობა, ამბების მოყოლა ან ანალიტიკური სტატიების წერა;
  • თუ გსურს, შენმა ნაწერმა მოგიტანოს სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში

 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვივზავნე შენი ბლოგი სამიდან რომელიმე თემაზე:

 

  • სტუდენტების როლი საქართველოს ევროპულ მომავალში;
  • მენტალური ჯანმრთელობა 21-ე საუკუნის თინეიჯერის ცხოვრებაში;
  • Gen Z და გლობალიზაცია სოციალური ქსელებით.

 

კრიტერიუმები მონაწილეებისთვის:

 

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს აბიტურიენტი და უნდოდეს სწავლა კავკასიის მედიის სკოლაში. ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს ბლოგი: ნაშრომის ფორმატი - Word-ის ფაილი, Sylfaen, 12-იანი შრიფტი, 1,5 ინტერვალი; სიტყვების მინიმალური რაოდენობა - 600; ნაწერს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ თან დაურთოთ თქვენ მიერ გადაღებული თემატური ფოტოები. გამარჯვებულს გამოავლენს მედიის სკოლის სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნინი ვანიშვილი, სალომე გიორგაძე და ნანუკა კოხოძე.

 

აქტივობები და დედლაინები:

 

  • 14 იანვარი, 13:00 - მედიის სკოლის ლექტორის, მწერლისა და ქოფირაითერის მასტერკლასი კრეატიულ წერაში. აბიტურიენტებს ასევე, შეხვდებიან ჟიურის წევრი სტუდენტები.
  • 1 თებერვალი, 21:00 - ბლოგების გამოგზავნის ვადა (ელექტრონული ფოსტა: csm@cu.edu.ge)
  • 3 თებერვალი, 16:00 - მონაწილეთა შეკრება და გამარჯვებულების დაჯილდოება.

 

პრიზები გამარჯვებულებისთვის:

 

  • I ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1500 ლარი;
  • II ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1000 ლარი;
  • III ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 500 ლარი.

 

შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ: csm@cu.edu.ge