კავკასიის უნივერსიტეტის მერვე წლიური სამეცნიერო კონფერენცია

15 მარტი 2023

2023 წლის 15-16 მარტს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს მერვე წლიურ სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (Case Study) ან / და შედარებით კვლევას (Comparative Research).

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge  

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური / ქართული.

 

სააპლიკაციო ფორმა