მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი CU CUP 2025

11 ივნისი 2025

11 ივნისს, 12:00 საათზე, CU-ის სტუდენტებისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ეზოში, ჩატარდება მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი "CU CUP 2025".

 

სათამაშო ფორმატი:

 

  • მოთამაშეები ჩემპიონატს ითამაშებენ პლეი-ოფის სისტემით;
  • ჩემპიონატი ჩატარდება საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებების წესების შესაბამისად;
  • მატჩი გრძელდება 2 გამარჯვებამდე. თამაშები ტარდება 11 ქულამდე 2-2 მოწოდებით, თანაბარი ანაგარიშის შემთხვევაში (10-10) პარტია გრძელდება ერთ-ერთი მოთამაშის მიერ 2 ქულის მოგებამდე (12-10, 14-12);
  • ჩემპიონატი ვაჟებსა და გოგონებს შორის შერეული ფორმატით ჩატარდება.

 

დაჯილდოება:

 

I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ საჩუქრები.

გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი.

 

მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, 4 ივნისს, 18:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

კენჭისყრის თარიღს და დროს დარეგისტრირებულ სტუდენტებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

 

გელოდებით და გისურვებთ წარმატებას!