კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

15 მარტი 2019

19 ივლისს, 19:00 ​საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.

 

ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. რამდენიმე სტუმარს საპატიო დოქტორის წოდება გადაეცემა. კურსდამთავრებულებს და სტუმრებს სიტყვით მიმართავს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სკოლების დეკანები.

 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.