მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ზურაბ ლუკაშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

16 ივნისი 2025

2025 წლის, 16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ზურაბ ლუკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - Impact of work motivation on job satisfaction among staff of private and public higher education institutions in Georgia (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე ნაცვლიშვილი პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • ნათია ზედგინიძე, პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

დაცვა გაიმართება: 16 ივნისს 11:00 საათი,  საკონფერენციო დარბაზში.