საერთაშორისო მენტორები, რეალური ინდუსტრიული ქეისები, AI და ტურიზმის მომავალი - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი გიწვევთ „ციფრული ტურიზმის იდეათონ 2026 “- ზე, რომელიც გაიმართება 4-5 ივნისს.
იდეათონის მთავარი სტუმარი და სპიკერია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - Dipra Jha, რომელიც მონაწილეებს საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გაუზიარებს!
იდეათონი ხორციელდება BOH Concepts-ის მხარდაჭერით - სიეტლში დაფუძნებული Hospitality Workforce Solutions კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, სერთიფიკატები და სპეციალური საჩუქრები.
იდეათონის განმავლობაში სტუდენტები გაერთიანდებიან გუნდებად და იმუშავებენ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს რეალურ გამოწვევებზე
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრის წამყვან ექსპერტებთან, მათ შორის:
- Dipra Jha
- გიორგი სანიკიძე
- ნათია სილიკაშვილი
- ირაკლი სვანიძე
- გიორგი ბრეგაძე
- ნინო თიგიშვილი
- ნატა რობიტაშვილი
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილები შეზღუდულია!
რეგისტრაცია: https://forms.gle/GA8jcZ52KwybdUBz5
