ენის საზოგადოებრივი სტატუსი და ფუნქციები

26 სექტემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი, ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას. წელს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე, CU-ის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - ენის საზოგადოებრივი სტატუსი და ფუნქციები.

 

ლექციას წაიკითხავს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ლალი ეზუგბაია. მოდერატორი: პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.