სახელმწიფო მართვის სკოლის სიმულაციური თამაში აბიტურიენტებისთვის „მართე სახელმწიფო“

21 აპრილი 2023

21 აპრილს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, საჯარო მმართველობითა და დიპლომატიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღონისძიება: სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.

 

სპეციალური კომპიუტერული თამაშის გამოყენებით და აკადემიური პერსონალის დახმარებით თქვენ გაიგებთ: 

 

  • რას ნიშნავს მართო სახელმწიფო? როგორია ეფექტური საჯარო მმართველობა?
  • რა პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსი სჭირდება სასურველი პოლიტიკის გატარებას სხვადასხვა სფეროში?
  • რა კავშირშია ერთმანეთთან ამომრჩეველი, ელექტორალური ჯგუფები, იდეოლოგიები, სამოქალაქო გაერთიანებები და საარჩევნო შედეგები?
  • როგორ იწვევს პეპლის აფრენა სახელმწიფოს მართვის ერთ სფეროში, ქარიშხალს მეორეში?
  • როგორ არის ურთიერთგადაჯაჭვული ერთმანეთში პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკა?

 

თუ გინდა შეიმეცნო პოლიტიკის კომპლექსური სამყარო, მაშინ შემოგვიერთდი და სახალისო კომპიუტერული თამაშის მეშვეობით გაიგე მეტი საჯარო მმართველობასა და დიპლომატიაზე!

 

საორიენტაციო შეხვედრას და სიმულაციას გაუძღვებიან:

 

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია; საჯარო მმართველობისა და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პოლიტიკური ფილოსოფიისა და იდეოლოგიების ასოცირებული პროფესორი გიორგი ცხადაია და ეკონომიკის პროფესორი, ემირ ეთერია.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ, ბმულზე.