საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

2 თებერვალი 2023
2 თებერვალს, 16:00 საათზე, აბიტურიენტებისთვის 2023 წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელზე დასწრებაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
 
შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.
 
დაინტერესებული აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდებიან, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღებენ პასუხებს, რაც მათ შემდგომ გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
 
შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი.
საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 
ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:30 საათზე.