ღონისძიების ანონსი: მოქმედი მასწავლებლების მოწვევა ტრენინგში „სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე“ მონაწილეობის მისაღებად

19 ოქტომბერი 2026

პროექტის PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში მოქმედი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგი: „სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე“.

 

PROVE პროექტი  „Erasmus+“-ის უმაღლესი  განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე. ის ეფუძნება ინოვაციურ პედაგოგიურ მიდგომას, VaKE-ს,  რომელიც გულისხმობს ღირებულებებისა და ცოდნის ერთობლივად შეძენას და იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ საგნის სწავლება ბუნებრივად დაუკავშირდეს მოსწავლის ღირებულებითი სისტემის ფორმირებას. თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლის როლი სცილდება მხოლოდ საგნობრივი შინაარსის გადაცემას. გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა გვკარნახობს, რომ სწავლების მთავარი მისია  ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რასაც საფუძველი სწორედ სკოლაში ეყრება. შესაბამისად, ღირებულებებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

ტრენინგის „სამშვიდობო და ღირებულებითი განათლება ჩემს გაკვეთილზე“ საშუალებით, მონაწილეები:

 

  • შეისწავლიან VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიას, როგორც ღირებულებითი განათლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტიან მეთოდურ მიდგომას სასწავლო პროცესში დასანერგად;
  • გაიაზრებენ, თუ როგორ შეიძლება იქცეს ნებისმიერი საგნის შინაარსი ღირებულებების ფორმირების ინსტრუმენტად მოსწავლისათვის;
  • გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დილემების სწრაფად და ეფექტურად შექმნის ინსტრუმენტებს.

 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რომელსაც სურს გახდეს ცვლილების ინიციატორი თავის სკოლაში და შეიტანოს ღირებულებითი და სამშვიდობო განათლება თავის გაკვეთილზე; ვინც მოტივირებულია, დანერგოს ინოვაციური მეთოდები პრაქტიკაში და გახადოს გაკვეთილები უფრო ინტერაქტიული, საინტერესო და ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ, ეთიკურ და სამოქალაქო განვითარებაზე.

 

ტრენინგი ჩატარდება 3 დღის განმავლობაში:

 

I დღე - 19 ოქტომბერი, 15:00 - 18:00 საათი, პირისპირ ფორმატი, კავკასიის უნივერსიტეტი, აუდიტორია A5.

II დღე - 21 ოქტომბერი,  18:00 - 21:00 საათი, ონლაინ ფორმატი, Google meet პლატფორმა.

III დღე - 30 ოქტომბერი, 15:00 - 19:00 საათი, პირისპირ ფორმატი, კავკასიის უნივერსიტეტი, აუდიტორია A5.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი.

 

დარეგისტრირებული პირები ტრენინგის დაწყებამდე ინფორმაციას მიიღებენ ელ. ფოსტით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: 

 

mzibzibadze@cu.edu.ge 

agoglichidze@cu.edu.ge