''ფეფეს თასი" 2024

23 სექტემბერი 2024

23 სექტემბერს 12:00 საათზე, უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი ''ფეფეს თასი" 2024 წლის ლიგა იწყება.

 

ჩემპიონატი ჩვენი სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მეექვსე წელია, რაც კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს ოვაციებით, ყიჟინით, დაძაბული და საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირებებით ამახსოვრებს თავს.

 

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაარეგისტრიროთ თქვენი გუნდი ბმულზე.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 18:00.