CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე

8 ივლისი 2025

8 ივლისს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და კომპანია ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეხუთე ნაკადი/Batch 5).

 

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 

პროგრამის მენტორებთან ერთად, მეხუთე ნაკადის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები.

 

დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.

 

დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:

 

  • EcoShade - ვირტუალური აგრონომი, რომელიც ფერმერს სთავაზობს პერსონალიზებულ გეგმას ფერმაში არსებული მცენარეების UV რადიაციისგან, ექსტრემალური ამინდისგან, დაავადებებისგან და პარაზიტებისგან დასაცავად, ოპტიმალური პრეპარატების შერჩევის და მონიტორინგის საშუალებით;
  • Shieldify - სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ორიენტირებულია კიბერ თავდასხმების სწრაფად და მარტივად მოგერიებაზე, მინიმალური სერვერული რესურსით;
  • GreenPoint — ელექტრომობილებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, დაფუძნებული საზიარო ეკონომიკის პრინციპებზე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დამუხტვას დეცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით დააკავშირებს მძღოლებს სპეციალიზებულ EV სერვის ცენტრებთან;
  • BalanceBuddy - პლატფორმა, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერტიფიცირებული ფიტნეს მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგების პერსონალიზირებადი სერვისები სასურველ დროსა და ლოკაციაზე, რათა დაეხმაროს მათ ცხოვრების დაბალანსებაში;
  • TeamBuilder -  პლატფორმა, რომელიც ეხმარება HR მენეჯერებს და Team Building-ის სერვისებს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ და მართონ თიმ ბილდინგის ღონისძიებები. ის ამარტივებს დაგეგმვის პროცესს, რომელიც შეიცავს განრიგის შედგენას, კომუნიკაციას, შესრულების მონიტორინგს და ინტერაქტიულ ვირტუალურ game room-ებს როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური ღონისძიებებისთვის. 
  • News Tracker არის პლატფორმა, რომელიც აგროვებს ახალ ამბებს საინფორმაციო წყაროებიდან რეალურ დროში და აზიარებს მობილურ აპლიკაციის დახმარებით;
  • VITA —  მომხმარებელზე მორგებული ვებ-პლატფორმა, შექმნილი სკოლის მოსწავლეებისთვის.  შემუშავებული ალგორითმი ეხმარება მომხმარებლებს აღმოაჩინონ პროფესიები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს, რომ იპოვონ უნივერსიტეტები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს მათ მოთხოვნებსა და მიზნებს. 

 

ჟიურის წევრები:

 

  • კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
  • ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
  • ლევან ყირიმლიშვილი - Infinity Venture Holding - ის დირექტორი და კომპანია ბაუმერის დამფუძნებელი;  
  • გიორგი სიმონგულაშვილი - EBAN - European Business Angel Network - ის დირექტორთა საბჭოს წევრი, აქსელის ანგელოზი ინვესტორი და საინვესტიციო საბჭოს წევრი; 
  • სოფო ჭყოიძე - Pulsar AI - ის თანადამფუძნებელი და COO. 

 

ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ინგლისური):

 

  • რეგისტრაცია და ნეთვორქინგი - 19:00 სთ
  • გახსნა და მისასალმებელი სიტყვა  - 19:30 სთ
  • სპიკერის სესია - 19:30 სთ - 19:50 სთ
  • Pitching - 20:00 სთ - 21:00 სთ
  • დაჯილდოების ცერემონია - 21:15 სთ - 21:30 სთ
  • ნეთვორქინგი - 21:30 სთ - 22:00 სთ

 

ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის გარე სცენის სივრცეში. არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში.

 

გელოდებათ სასიამოვნო მუსიკა, მსუბუქი სასმელები და  ინსპირაციული ატმოსფერო

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია კომპანია ბაუმერი.

 

ღონისძიებას მხარს უჭერენ: აქსელი,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, სანდორა.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.