უფასო ვებინარი: AI in Amazon & AWS: Transforming Business with AI at Scale

25 აპრილი 2026

25 აპრილს, 13:00 საათზე, კავკასიის ტრენინგ ცენტრის (არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება უფასო ვებინარი. შეხვედრას გაუძღვება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის  Amazon-ის წარმომადგენელი.

 

კომპანიაში დასაქმებულია 1.5 მილიონზე მეტი თანამშრომელი, ხოლო AWS უზრუნველყოფს cloud ინფრასტრუქტურას მილიონობით ორგანიზაციისთვის მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში. AWS ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებს ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემთა დამუშავებისა და მასშტაბური ციფრული სერვისების მიმართულებით.

 

ვებინარის ძირითადი თემები:

 

  • როგორ იყენებს Amazon ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
  • AI-ის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები.
  • როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესის ზრდისთვის.
  • მომავლის ტენდენციები AI-ზე ორიენტირებულ ორგანიზაციებში.

 

სპიკერი (Amazon Web Services): დაზ აქბაროვი - Solutions Architect, AWS. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში სხვადასხვა ინდუსტრიაში.

 

ვებინარის ენა: ინგლისური.

 

ვებინარში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.