სტარტაპის წარმატების საფუძვლები: სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიები

14 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, შაბათს, 14 ივნისს, 14:30 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „სტარტაპის წარმატების საფუძვლები: სამართლებრივი და კომუნიკაციური სტრატეგიები“.

 

შეხვედრას გაუძღვება ბიზნეს სამართლის ექსპერტი, სალომე ჯოჯუა. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან სტარტაპის შექმნის და განვითარების პროცესში აუცილებელ სამართლებრივ და კომუნიკაციურ ასპექტებს. 

 

  განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: 

 

  • სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპის სწორ და ეფექტურ ოპერირებას;
  • პარტნიორობის ხელშეკრულებების მომზადების ძირითადი პრინციპები; 
  • ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და მოლაპარაკებების მართვის ტექნიკები, რომლებიც დაეხმარება დამწყებ სტარტაპებს წარმატების მიღწევაში.

 

სალომე ჯოჯუა არის 4S-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ბიზნეს სამართლის ექსპერტი. სალომეს აქვს  20 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს სამართლის სფეროში. გარდა ამისა, ის არის სერტიფიცირებული მედიატორი (Edwards Mediation Academy, International Mediation Campus) და ფლობს Harvard Business School Online-ის Negotiation Mastery სერთიფიკატს.

 

შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში, სავსე პრაქტიკული მაგალითებით და რჩევებით, რომლებიც დამწყებ სტარტაპერებს და დაინტერესებულ სტუდენტებს დაეხმარება ბიზნესის სამყაროში თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები.

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში (D32). 


რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.