გიგა ხოსიტაშვილის ვორკშოპი თემაზე: "რატომ არის მნიშვნელოვანი აკადემიური კეთილსინდისიერება?" კავკასიის უნივერსიტეტში

14 თებერვალი 2020
19 თებერვალს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის გიგა ხოსიტაშვილის ვორკშოპს, თემაზე: "რატომ არის მნიშვნელოვანი აკადემიური კეთილსინდისიერება?" (Why Academic Integrity Matters?)
 
სპიკერი ისაუბრებს იმაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ და ვორკშოპის განმავლობაში განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
 
  • პლაგიატი: რა უნდა ვიცოდეთ
  • პლაგიატის პრევენცია
  • პლაგიატი და სანქციები
  • აკადემიური წერის კურსი და მისი მნიშვნელობა

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 
ვორკშოპი გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.