14 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.
ღონისძიებას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმოამდგენლები დაესწრებიან. რამდენიმე სტუმარს საპატიო დოქტორის წოდებაც მიენიჭება.
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი
14 ოქტომბერი 2017