საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი

24 აპრილი 2026

24 აპრილს, 15:00 საათზე, D22 აუდიტორიაში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ფსიქოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს საინფორმაციო შეხვედრას: გახდი ფსიქოლოგი.

 

შეხვედრას ჩაატარებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი წერეთელი.

 

შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში.

 

ფსიქოლოგი არ არის უბრალოდ პროფესია, ფსიქოლოგია - ადამიანის ბუნების გაგების ხელოვნება და მეცნიერებაა.

 

შეხვედრაზე გაიგებთ:  

 

  • რატომ ვგრძნობთ, ვფიქრობთ და ვიქცევით განსხვავებულად?
  • როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა გავლენას ახდენს ქცევაზე?
  • „მითები vs რეალობა“ -რას აკეთებს სინამდვილეში ფსიქოლოგი;
  • გამოსცადეთ თავი ფსიქოლოგის როლში; 
  • როგორ ვასწავლით ფსიქოლოგიას უნივერსიტეტში;
  • რა კარიერული შესაძლებლობები აქვს ფსიქოლოგიას.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.