საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

19 ოქტომბერი 2024

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გელოდებით 2024-2025 აკადემიური წლის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე, CU კამპუსში.

 

შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

დაინტერესებული აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდებიან, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებენ პასუხებს. რაც მათ დაეხმარებათ, რომ უკეთ გაეცნონ თითოეულ პროგრამას, შემდგომში კი გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე.