საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან

8 ივნისი 2023

8, 9 და 10 ივნისს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში, თემაზე-როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან.

 

  • 8 ივნისი, 16:00 საათი, ზუგდიდის ტექნოპარკი;
  • 9 ივნისი, 15:00 საათი, ოზურგეთის ტექნოპარკი;
  • 10 ივნისი, 14:00 საათი, ბათუმის ტექნოპარკი.

 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება ოთხი ძირითად საკითხი:

 

  1. იდეა
  2. პროდუქტი
  3. გუნდი
  4. შესრულება

 

სპიკერები იქნებიან: გიორგი ბურდული - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და ირაკლი სვანიძე - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

 

რეგიონულ ტექნოპარკებში ღონისძიებები იმართება უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტის ფარგლებში. ერაზმუს+ -ის  პროექტი SQUARE  მიზნად ისახავს მესამე მისიის (3M) ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში, მისი გავლენის, მასშტაბისა და აღიარების უზრუნველყოფას. SQUARE პროექტი ხელს შეუწყობს კულტურულ ევოლუციას და სარგებელს მოუტანს მთლიანად ქართულ საზოგადოებას.