საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა

1 აპრილი 2025
1-ელ აპრილს, 15:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიბილიოთეკაში (მე-4 სართული) ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
 
 
შეხვედრას გაუძღვება კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.
 
 
პირველ 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას, კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად უკვე 4 წელია ახორციელებს.
 
 
პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს:
 
  • მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
  • ისწავლონ საზღვარგარეთ;
  • დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.
 
 
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
 
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.