7 ნოემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის მასპინძლობით, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ორგანიზებით ტარდება ჰიბრიდული, საერთაშორისო კონფერენცია: „კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში“.
რა გელოდებათ ღონისძიებაზე?
- ინტერაქტიული პანელური დისკუსია: მთავარი თემები: კიბერ უსაფრთხოება, Deepfake, ხმის კლონირება, AI ეთიკა და ციფრული ჰიგიენა. დარგის წამყვანი ექსპერტები უპასუხებენ მონაწილეთა შეკითხვებს;
- შესაძლებლობა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის: სკოლის პედაგოგებსა და V-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ მომხსენებლებად და საკუთარი თემა/პრეზენტაცია წარუდგინონ აუდიტორიას;
- სერტიფიკატები და აღიარება: ყველა მსმენელს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- მომხსენებელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მიენიჭებათ „ციფრული განათლებისა და უსაფრთხოების ელჩის“ სტატუსი.
ფორმატი: ჰიბრიდული (შეგიძლიათ დასწრება როგორც ადგილზე, ისე ონლაინ).
მონაწილეობის ტიპი: მომხსენებელი ან მსმენელი.
სარეგისტრაციო ბმული.
ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერებია: „სულაკაური“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია - GAIA.
რეგისტრირებული პირები კონფერენციის დღის წესრიგს მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე, კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე.
