ჯანდაცვის ბიზნეს-ქეისების კონკურსი

27 ნოემბერი 2019
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება. კონკურსი ტარდება სალექციო კურსის „ჯანდაცვის მენეჯმენტი“ ფარგლებში.
 
 
კონკურსზე სტუდენტების მთავარი ამოცანაა შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეების მოფიქრება, რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო ორგანიზაციების მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად.
 
 
პრეზენტაციების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცემათ.
 
კურსის ლექტორი - თენგიზ ვერულავა, პროფესორი, მედიცინის დოქტორი