Jean Monnet პროექტის LFEU სამართლის ტრენინგების ციკლი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში - ბათუმი

8 ივნისი 2021

 

7-8 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის Jean Monnet პროექტის შესაბამისად "ევროკავშირის სამართლებრივი სახე"/LFEU ტარდება სამართლის ტრენინგების ციკლი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

 

ტრენინგ-მოდულები დაფინანსებულია და შესაბამისად დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა. ტრენინგის დასრულებისას, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

7 ივლისი 

"ევროკავშირის სამართალი და ასოცირების შეთანხმება"- ტრენერი ეკატერინე ქარდავა. 

„ევროკავშირი, არსი, ფასეულობები, მიზნები, ახნა“ - ტრენერი გურანდა ჭელიძე.

 "ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი"   - ტრენერი ეკატერინე ქარდავა

"პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და საქართველოში" - ტრენერი თამარ ქალდანი

 

8 ივლისი

 "ევროკავშირსა და საქართველოში კარტელებისა და სახელმწიფო დახმარების რეგულირება" - ტრენერი სოლომონ მენაბდიშვილი

"საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში" - ტრენერი ლევან მოსახლიშვილი

 

ტრენინგი გამიზნულია ფართო სამიზნე აუდიტორიისათვის, კერძოდ, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალის, ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგში ჩართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

 

ტრენინგები ჩატარდება 10:00-დან 18:00 საათამდე.

ლოკაცია: ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“

 

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.