ლექციები ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალვრო პროგრამის ფარგლებში

31 ივლისი 2025
მათთვის ვინც დაინტერესებულია კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამით, 31 ივლისს და 1 აგვისტოს გაიმართება ონლაინ ლექციები. აღნიშნული შეხვედრები დაგეხმარებათ, უკეთ გაეცნოთ იმ პროფესიონალებსა და მენტორებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში იზრუნებენ თქვენს პროფესიულ განვითარებაზე.
  
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დაესწარი შეხვედრებს.
 
  • მუდმივი დიალოგი: ხელოვნება, ეპოქა და მეცნიერება”;
  • თარიღი და დრო: 31 ივლისი, 14:00 საათი;
  • სპიკერი: ეკა კიკნაძე - ხელოვნენათმცოდნეობის დოქტორი.
 
ეკა კიკნაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2006 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კითხულობს ლექციებს ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში.
 
მისი სამეცნიერო ინტერესია XIX-XX სს. ქართული სახვითი ხელოვნება და კულტურის პოლიტიკა. არის სამეცნიერო შრომების ავტორი ევროპული და ქართული სახვითი ხელოვნების და არქიტექტურის შესახებ.
 
  • ხელოვნება, როგორც აზროვნების სისტემა;
  • თარიღი და დრო: 1-ელი აგვისტო, 14:00 საათი;
  • სპიკერი: ნათია წულუკიძე - ხელოვნენათმცოდნეობის დოქტორი.
 
ნათია წულუკიძე არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დოქტორის ხარისხი დაცული აქვს თემაზე - „ქართული კონცეპტუალური ხელოვნება. მხატვრობისა და ფოტოგრაფიის სინთეზი“.
 
მისი სამეცნიერო კვლევის ძირითად თემას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ისტორია და თეორია.
სალექციო კურსებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შავი ზღვისსაერთაშორისო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად თანამშრომლობს თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტთან.
 
როგორც არტკურატორს განხორცილებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფენო პროექტები, დაარსებული აქვს თბილისის ფოტობიენალე.
 
მისი ინიციატივით დაფუძნებულია ორგანიზაცია „საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოება“, რომელმაც დაარსა ქართული ფოტოგრაფიის დღე - 25 მაისი და მის აღსანიშნავად ყოველწლიურად იმართება გამოფენები და კონფერენციები ფოტოგრაფიის თემაზე.
 
მის მიერ მოპოვებული როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გრანტების ფარგლებში განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები ქართულ კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით. ამავე მიზნით თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებთან, იყო გაზეთის „კულტურა“ რედაქტორი.
 
ნათია წულუკიძე არის ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშორმის ავტორი, გამოცემული აქვს წიგნები: „ქართული კონცეპტუალური ხელოვნება. მხატვრობისა და ფოტოგრაფიის სინთეზი“ და „ფოტოგრაფია, როგორც სურვილი“.