ლევან გიგინეიშვილის Lit-Talks-ი “ფაუსტის გზის დიალექტიკა: გამოსვლა და დაბრუნება”

29 ივნისი 2020

3 ივლისს, 20:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის რუბრიკის, ლიტერატურული საუბრების ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

 
რუბრიკის Lit-Talks-ი სტუმარი იქნება ფილოლოგი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი.
 
რუბრიკის მოდერატორია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და CU ლიტ კლუბის წევრი ლევან კაკლიანი.
 
შეხვედრის თემა: “ფაუსტის გზის დიალექტიკა: გამოსვლა და დაბრუნება”.
 
საინტერესო ლექციის მოსასმენად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
 
შეგახსენებთ, რომ Lit-Talks-ი სისტემატურად, კვირაში ერთხელ ტარდება. რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო სტუმარი განსხვავებულ ლიტერატურას განიხილავს.