ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი

4 აპრილი 2025

4 აპრილს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი გაიმართება.

 

მე ქართულ ენას ახალი ფეხსაცმელი ჩავაცვი…” ბესიკ ხარანაული

 

კალიგრაფიის ხელოვნებაზე ისაუბრებს საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი ნესტან ბაგაური.

 

მასტერკლასს წარუძღვება კალიგრაფი ნინი იკაშვილი.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერი სკოლის სტუდენტს (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია). მსურველებმა, გთხოვთ, რომ 3 აპრილის, 17:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.  

 

სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინება შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ.

 

ღონისძიების ორგანიზატორები:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია

 

პროექტი -„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“

ავტორი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე.