29 ნოემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, გაიმათება ღონისძიება, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეხვდნენ და გაიცნონ წამყვანი ბრიტანული არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხსენებლები წარადგენენ პროექტებს და თანამედროვე მიდგომებს შემდეგ თემებზე: მდგრადი არქიტექტურა, ისტორიული მემკვიდრეობა და ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არქიტექტურაში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიის წარმომადგენლები: Dowen Farmer Architects; Harrydobbs Architects; Benoy; WilkinsonEyre; ChapmanTailor; Architects of Invention; ZHA; Gillespies.
შეხვედრის მიზანია ბრიტანელ და ქართველ არქიტექტორებს შორის დამყარდეს პირდაპირი კომუნიკაცია, მოხდეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მსჯელობა თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელობასა და გლობალურ გამოწვევებზე.
ღონისძიება წარიმართება ინგლისურ ენაზე.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.