კიბერუსაფრთხოების ონლაინ ტრენინგები რეგიონებში მაცხოვრებელი ქალებისთვის

20 ნოემბერი 2024

WISEC აკადემიის ფარგლებში მოეწყობა ონლაინ კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ქალებისთვის რეგიონებიდან, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

 

პროგრამის მთავარი ამოცანაა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის შესახებ ცოდნის გავრცელება ფართო საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით რეგიონებში). კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ქალთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროგრამა შექმნილია ისე, რომ მოკლე პერიოდში (15 აკადემიური საათი) მონაწილეები მიიღებენ საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.

 

პროექტის მონაწილეები ტრენინგის განმავლობაში არა მხოლოდ შეისწავლიან ამ კონცეფციების მიღმა არსებულ თეორიას, არამედ მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და შეისწავლიან რეალურ შემთხვევებს. მონაწილეთა ყურადღება ასევე გამახვილდება ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე.

 

დაწყების თარიღი: 25.11.2024, online

 

სარეგისტრაციო ფორმა.