ონლაინ შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსთან, ეკა ქარდავასთან

2 აპრილი 2021

12 აპრილს, 17:30 საათზე, ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ზუმის საშუალებით, გაიმართება შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსთან, ეკა ქარდავასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი ისაუბრებს საჯარო სამსახურის სისტემაში დასაქმებასა და მომავალი საჯარო მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარების საჭიროებებზე.   

 

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სამივე საფეხურის - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის გაიმართება. შეხვედრის ბმულს მიიღებთ წინასწარ, ელექტრონულ ფოსტაზე.