CSE-ის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლელა სერებრიაკოვას სადოქტორო ნაშრომის დაცვა

11 ივლისი 2024

11 ივლისს, 10:00 საათზე, C9 აუდიტორიაში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ლელა სერებრიაკოვას სადისერტაციო ნაშრომის  - „Value for Money in Public Health Spending in Georgia: A Decade of Progress Towards Universal Health Coverage“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ნინო დავითაია პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ერეკლე პირველი,  პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ ვერულავა,  პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნინო დავითაია პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).