პრე-აქსელერაციის დემო დღე

3 სექტემბერი 2024

3 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართავს სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ღონისძიებას, დემო დღეს.

 

პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული, GITA- ს 25 000 ლარიანი რეგიონალური საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული.

 

პროგრამაში ტრენერების სახით ჩართულები იყვნენ სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წარმომადგენლები, რომლებმაც პროგრამის მონაწილეებს 7 კვრიანი ინტენსიური ტრენინგების მეშვეობით საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის ტრენერები:

 

ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, CU - ს მოწვეული ლექტორი

სანდრო კანდელაკი - Student Hunt -ის თანადამფუძნებელი

ნიკოლოზ გოგოჭური - VRex - ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი რაზმაძე - Awork – ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

 

დემო დღის ფარგლებში პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარმოადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

 

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრები შეაფასებენ გუნდებს და გამოვლენენ 2 რჩეულ სტარტაპს.

 

ჟიურის წევრები:

 

ანა მაისურაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერი.

გაბრიელ მელივა - Printomato - ს თანადამფუძნებელი, სტარტაპ მენტორი.

ალექსანდრე ცინცაძე - Kovzy.com - ის დამფუძნებელი.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.