სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

1 აგვისტო 2024

1 აგვისტოს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 

 

დაინტერესებულ პირებს გექნებათ შესაძლებლობა მოუსმინოთ სკოლების დეკანებს, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ და დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პროგრამა.

 

CU სამაგისტრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ელექტრონულ მისამართზე  გამოგეგზავნებათ.