საჯარო ლექცია თემაზე - ევროპა ქართველთა თვალით: ძველ სამყაროში განვითარებული დიალოგი

5 მაისი 2025

5 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - ევროპა ქართველთა თვალით: ძველ სამყაროში განვითარებული დიალოგი.

 

ლექციას წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი-დავით თინიკაშვილი. 

 

ლექცია ჩატარდება ჭავჭავაძის ცენტრში მისამართი: თბილისი, გიორგი ახვლედიანის 20.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.