13 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორის თეონა თაბორიძის საჯარო ლექცია თემაზე-"როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ საოჯახო სასტუმრო და ეკოტურისტული ბიზნესი."
თეონა თაბორიძემ 2018 წელს სოფელ მელაანში დააფუძნა "Melaanian Vintage - Guest house " და საკუთარ ბიზნესთან ერთად სოფელი მელაანიც აქცია ტურისტულ ადგილად. საჯარო ლექციის ფარგლებში, სპიკერი გააზიარებს პრაქტიკულ მრავალწლიან გამოცდილებას კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარების, გაყიდვების და ხარისხიანი მასპინძლობის შესახებ.
დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.