საჯარო ლექცია: შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები

20 ივნისი 2026

კავკასიის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, 20 ივნისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები“.

 

ლექციას წარუძღვება - მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი, მარიამ ვაშაკიძე.

 

ლექციის განმავლობაში ვისაუბრებთ თავის ტკივილის, როგორც ყველაზე ხშირი ნევროლოგიური სიმპტომის, კლასიფიკაციისა და შაკიკის მართვის მოქმედ გაიდლაინებზე. ასევე, განვიხილავთ 2026 წლის მაისში, ჩინეთისა და საერთაშორისო თავის ტკივილის საზოგადოებების ერთობლივ კონფერენციაზე წარდგენილ თანამედროვე მიდგომებსა და სამომავლოდ დაგეგმილ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს მკურნალობის ოპტიმიზაციასა და ეფექტურობის გაზრდას.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.