კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე „მონასტერი, როგორც თანამედროვე საავადმყოფოს აკვანი: ქრისტიანობის სოციალური იდეალები“.
თარიღი: 12 მაისი, 14:00 საათი
ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
მომხსენებელი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა
შეხვედრა ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ეკლესიის ფუნდამენტური როლი სოციალური პასუხისმგებლობისა და პირველი სამედიცინო ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში.
ისტორიული რეტროსპექტივა გვიჩვენებს, რომ ეკლესია საქართველოში არა მხოლოდ სულიერების ცენტრი, არამედ სოციალური და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელიც იყო. ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის იდეა საქართველოში სწორედ 17 საუკუნის წინ, სამონასტრო სასნეულოებთან დაიწყო, სადაც მკურნალობა უფასო და ყველასთვის ღია იყო.
ლექციის ძირითადი საკითხები:
• გელათის ქსენონი: როგორ ფუნქციონირებდა შუა საუკუნეების საავადმყოფო;
• სასულიერო პირი, როგორც მკურნალი: სამედიცინო ცოდნის კონცენტრაცია და მართვა მონასტრებში;
• სამედიცინო განათლება: ხელნაწერებისა და „კარაბადინების“ როლი ცოდნის გადაცემის პროცესში;
• მონასტრიდან თანამედროვე კლინიკამდე: სამონასტრო ჰოსპიტალი, როგორც თანამედროვე ჯანდაცვის მენეჯმენტის პროტოტიპი.

დასწრება თავისუფალია. ველოდებით ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს გაეცნოს მედიცინისა და ქრისტიანული კულტურის გადაკვეთის საინტერესო ისტორიულ გამოცდილებას.
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.