10 ივნისს 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი კავკასიის ეკონომიკის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ონლაინ საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციის თემა: ლოგისტიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები საფრანგეთსა და ცენტრალურ აზიას შორის.
ლექციას წარუძღვება საფრანგეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია SNCF-ის პროექტების კონსულტანტი ცენტრალურ აზიასა და ევროპაში- ხავიერ ვანდერპეპენი.
საჯარო ლექცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
გთხოვთ, ლექციაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
შეხვედრის ბმული გაეგზავნებათ მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს.