საჯარო ლექცია თემაზე - რეგენერაციული სივრცის შექმნა: სოციალურ-სივრცითი თანასწორობის შენარჩუნება ქალაქებში

13 ივნისი 2025

13 ივნისს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და გრაფიკული დიზაინის სკოლის სტუდენტებს გიწვევთ კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციაზე დასასწრებად.

 

ლექციის თემა - რეგენერაციული სივრცის შექმნა: სოციალურ-სივრცითი თანასწორობის შენარჩუნება ქალაქებში. 

 

საჯარო ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

 

ლექციას წარუძღვება ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორი, დონაგ ჰორგანი.

 

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, ლექციაზე დასწრების მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ფორმის საშუალებით.