საჯარო ლექცია თემაზე: “უმბერტო ეკო და მხატვრული თარგმანი’’

18 ივნისი 2024

18 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: “უმბერტო ეკო და მხატვრული თარგმანი.”

 

იტალიურიდან ქართულ ენაზე მთარგმნელი, ფილოლოგი ხათუნა ცხადაძე, ისაუბრებს ლიტერატურული თარგმანების პრობლემებსა და ქართულად თარგმნის სპეციფიკაზე, უმბერტო ეკოს რომანების მაგალითზე.

 

ლექციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.